Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იგუაინი და იუვენტუსი შეთანხმდნენ

Tuttosport-ის ინფორმაციით, გონსალო იგუაინი და იუვენტუსი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.

უკვე მოგახსენეთ, რომ რამდენიმე დღის წინ მისი ძმა და აგენტი ტურინში ჩაფრინდა, რომ გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტის დეტალები შეეთანხმებინა.

წყაროს ინფორმაციით, იგუაინი კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის სანაცვლოდ დაახლოებით 4 მილიონ ევროს მიიღებს.

პიპიტა ტურინს უახლოესი დღეების განმავლობაში დატოვებს და დიდი ალბათობით მაიამის ინტერს შეუერთდება.

არგენტინელმა იუვენტუსში 3 სეზონი გაატარა და 148 შეხვედრაში 66 გოლის გატანა მოახერხა. ამ დროის განმავლობაში მან 3 სკუდეტო და 2 იტალიის თასი მოიგო.

Leave a Reply

Your email address will not be published.