Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იგუაინი იუვესთან კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს

ანდრეა პირლომ იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგუაინი გუნდის  გეგმებში აღარ შედის და ის იუვენტუსს დატოვებს, თუმცა საქმე ასე მარტივად არ არის…

იუვენტუსმა იგუაინის შემცვლელი უკვე იპოვა და რომადან ედინ ჯეკოს შეძენას აპირებს, რომა კი თავის მხრივ არკადიუშ მილიკს დაიმატებს, თუმცა ამ ტრანსფერებს ხელს გონსალო იგუაინი უშლის.

გონსალოს, რომელსაც იუვენტუსთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული, სეზონში 7.5 მილიონ ევროს იღებს და ამ თანხის მიღების გარეშე გუნდიდან წასვლას არ აპირებს. მან უკვე რამდენიმე ინგლისური გუნდი უარით გაისტუმრა და თუ გუნდის ხელმძღვანელობა აღნიშნულ თანხას სრულად არ გადაუხდის, პიპიტა იუვედან წასვლას არ აპირებს და ტურინში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება.

Leave a Reply

Your email address will not be published.