Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იგუაინი იუვეს ტოვებს

იუვენტუსის არგენტინელი შემტევის, გონსალო იგუაინის დრო ბიანკონერიში ამოიწურა. მისი აგენტი დღეს იტალიაში ჩაფრინდა, რომ მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტონ და დიდი ალბათობით, გონსალო მაიამის ინტერს შეუერთდება, სადაც მისი ყოფილი  თანაგუნდელი, ბლეზ მატუიდი უკვე თამაშობს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის კომპენსაციას მიიღებს იგუაინი იმის გამო, რომ იუვე მას კონტრაქტს დასრულებამდე 1 წლით ადრე გაუწყვეტს. არგენტინელ შემტევს იუვეში დიდი ალბათობით ლუის სუარესი შეცვლის.

Leave a Reply

Your email address will not be published.