Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იგუაინი მატუიდის MLS-ში შეუერთდება?

იტალიური მედიის ინფორმაციით, მაიამის ინტერი, სადაც იუვენტუსიდან სულ ცოტა ხნის წინ მატუიდი გადავიდა, გონსალო იგუაინთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ანდრეა პირლომ არგენტინელის გუნდიდან წასვლის შესახებ ღიად ისაუბრა და პიპიტას ისღა დარჩენია, ახალი გუნდი იპოვოს…

მისი კონტრაქტი 2021 წელს იწურება, თუმცა იუვე ცდილობს, რომ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტოს და მისთვის გადასახდელი 7.5 მილიონი ევროს დაკარგვა თავიდან აიცილოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.