Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იგუაინმა მილანის, ინტერის და იუვენტუსის სამიზნეზე ისაუბრა

ნაპოლის და იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა რივერ პლეიტის შემტევის ხულიან ალვარესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც იუვეს, მილანს და ინტერს აქტიურად უკავშირებენ.

„ალვარესი არგენტინაში ამ მომენტისთვის საუკეთესო ცხრიანია, რომელსაც ევროპაში დიდი სიამონებით ვიხილავდი. ვფიქრობ, რომ ის ამისთვის მზად არის.

„მოძრაობის, უნივერსალობის, განვითარების და გამარჯვების სურვილის და სხვა თვისებების გამო, მას უდიდესი პოტენციალი აქვს და ვფიქრობ, რომ თუ მუშაობას გააგრძელებს, ის თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახდება.“