Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იგუაინმა MLS-ის გუნდთან კონტრაქტი შეათანხმა

გონსალო იგუაინი და ბლეიზ მატუიდი თანაგუნდელები კიდევ ერთხელ გახდებიან, ოღონდ ამჯერად მაიამის ინტერის შემადგენლობაში.

სხვადასხვა წყარო ირწმუნება, რომ იგუაინმა ამერიკულ გუნდთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ის ბეკჰემის გუნდში 2022 წლის ჩათვლით ითამაშებს.

იუვენტუსსა და პიპიტას შორის კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებები გრძელდება და უახლოეს დღეებში გონსალო ინტერს შეუერთდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.