Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ივან პერიშიჩი ინტერში დარჩება

გასული სეზონის მსვლელობისას იტალიურ მედიაში ვარაუდობდნენ, რომ ივან პერიშიჩი ზაფხულში ინტერს დატოვებდა, თუმცა როგორც ჩანს გუნდში სიმონე ინძაგის მისვლის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

33 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და ნერაძურის მისი გაყიდვა სურდა, რაც სატრანსფერო თანხასთან ერთად გუნდს ფეხბურთელსითვის გადასახდელ 4.7 მილიონ ევროს დაუზოგავდა, მაგრამ სიმონე ინძაგის მოთხოვნის გამო ის მომდევნო სეზონსაც ბენეამატას რიგებში გაატარებს.

ჯერჯერობით უცნობია, შესთავაზებს თუ არა ინტერი მას ახალ კონტრაქტს, თუ პერიშიჩი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.