Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იკარდიმ იუვენტუსის აღნიშვნა ‘მოიწონა’

ინტერის ყოფილმა კაპიტანმა მაურო იკარდიმ სიცუალურ ქსელში ლეონარდო ბონუჩის სურათი მოიწონა, სადაც ტურინელები ინტერის დამარცხებას და ფინალში გასვლას აღნიშნავენ.

იკარდის, რომელმაც ინტერი 2019 წელს იჯარით დატოვა, გასულ ზაფხულს კი ფრანგებმა ის 50 მილიონის სანაცვლოდ გამოისყიდეს, იუვენტუსს ჯერ კიდევ ინტერში ყოფნის პერიოდიდან უკავშირებდნენ და მისი ეს საქციელი ჭორებს კიდევ უფრო გააღვივებს.