Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იკარდის იტალიაში დაბრუნება სურს, პრიორიტეტი მილანია, იუვე ალტერნატივა

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ იტალიური მედიის ინფორმაციით მაურო იკარდის სერია ა-ში დაბრუნება სურდა.

ეს ინფორმაცია ესპანურმა გამოცემა TF-მაც დაადასტურა. წყაროს მტკიცებით, მაურო იკარდის პსჟ-ს დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს და მისი მეუღლე და აგენტი ვანდა ნარა ამ საკითხზე უკვე მუშაობს. არგენტინელ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მილანში სურს, თუმცა მისი ხილვა არც იუვენტუსშია გამორიცხული.