Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იკარდის იუვენტუსში თამაში სურს…

იტალიურ და ფრანგულ მედიაში მაურო იკარდის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერზე უკვე თითქმის ყველა გავლენიანი გამოცემა იუწყება და ზოგი იმასაც წერს, რომ ბიანკონერიმ არგენტინელი ფორვარდისგან თანხმობა უკვე მიიღო.

ინტერის ყოფილი კაპიტანი პსჟ-ს რიგებში 2019 წლიდან ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებული პერიოდის მიუხედავად მაურო პარიზელების გეგმებში არ შედის, ამიტომ მას გუნდის დატოვება და იტალიაში დაბრუნება სურს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მაქს ალეგრის იკარდის იუვენტუსში ხილვა სურს და 28 წლის ფორვარდი იუვეში გადასასვლელად ხელფასის შემცირებასაც დათანხმდა, თუმცა ბიანკონერი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ გუნდს კრიშტიანუ რონალდუ დატოვებს.