Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იკარდის პსჟ-ს დატოვება არ სურს

მოიზე კინის გაფორმების შემდეგ, იუვენტუსი პსჟ-დან მაურო იკარდის დამატებასაც ცდილობდა, მაგრამ იტალიური წყაროების ინფორამციით, არგენტინელ ფეხბურთელს პსჟ-ს დატოვება არ სურს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, დარჩენილ 2 დღეში რთული წარმოსადგენია, რომ იუვენტუსი ჯერ იკარდის დარწმუნებას მოახერხებს, შემდეგ კი პსჟ-ს არგენტინელი ფორვარდის იჯარაზე დაიყოლიებს, ამიტომ მაუროს ხილვა ბიანკონერის მაისურით რთული წარმოსადგენია.

იუვენტუსი პარალელურად ნახევარმცველის ძიებას განაგრძობს და დიდი ალბათობით სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბიანკონერის რიგებს ვიტსელი-პიანიჩიდან ერთ-ერთი შეუერთდება.