Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იკარდის ტურინული მომავალი მბაპეზეა დამოკიდებული…

რამდენიმე ფრანგული და იტალიური წყაროების ინფორმაციით, იუვენტუსი მაურო იკარდის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და არგენტინელის ბედი კილიან მბაპეზეა დამოკიდებული.

მადრიდის რეალი პსჟ-ს მბაპეს სანაცვლოდ კიდევ ერთ, საბოლოო წინადადებას უმზადებს და თუ ის პარიზელების მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ ფრანგი ვარსკვლავი კარიერას ბლანკოსის რიგებში გააგრძელებს, პსჟ კი იკარდის გასხვისებაზე უარს იტყვის.

იმ შემთხვევაში, თუ პსჟ-მ რეალის ბოლო წინადადებაც დაბლოკა და მბაპეს შენარჩუნება გადაწყვიტა, დიდი კონკურენციის გამო პარიზელები იკარდის გასხვისებაზე უარს არ იტყვიან და მაუროს იუვენტუსის მაისურით ხილვა გაცილებით რეალური გახდება…