Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იკარდი იუვენტუსში ტრანსფერს დათანხმდა

ცნობილი პორტუგალიელი ჟურნალისტის პედრო ალმეიდას ინფორმაციით, პსჟ-ს არგენტინელმა ფორვარდმა მაურო იკარდიმ იუვენტუსში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.

ინტერის ყოფილი კაპიტნის სახელს იუვენტუსს უკვე დიდი ხანია უკავშირებენ და როგორც ჩანს, მინიმუმ მომდევნო 6 თვეს იკარდი ბიანკონერის რიგებში გაატარებს.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი მას სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გაიფორმებს, შემდგომში გამოსყიდვის ინფორმაციით, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, წავა თუ არა არენდით საპირისპირო მხარეს არტური, რომელსაც ბოლო პერიოდში პარიზულ გუნდს აქტიურად უკავშრებენ.