Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იკარდი იუვეში ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის, თუმცა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, დღეს პსჟ-ს წარმომადგენლებსა და მაურო იკარდის შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა არგენტინელი ფორვარდის მომავალი განიხილეს.

Calciomercato-ს ცნობით, პსჟ არგენტინელი ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის და ტრანსფერზე უარს არც მაურო იტყვის, თუმცა ის იჯარით წასვლას არ აპირებს და პარიზულ გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე, მათ შორის იუვენტუსი ფეხბურთელს გამოისყიდის.

წყაროს ცნობით, ტურინელები იკარდის გაფორმებას მხოლოდ არენდის წესით განიხილავენ, ამიტომ მისი ტურინში გადაბარგება ნაკლებად წარმოსადგენია.