Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იკარდი მაქს ალეგრის ესაუბრა…

ფრანგული მედიის ინფორამციით, მაურო იკარდის იუვენტუსში ტრანსფერის შესაძლებლობა კვლავ არსებობს და მეტიც, ბიანკონერის თავკაცს მაქს ალეგრისა და არგენტინელ ფეხბურთელს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა.

პსჟ-მ ინტერის ყოფილი კაპიტანი საერთო ჯამში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, თუმცა ის გუნდის გეგმებში აღარ შედის და Footmercato-ს მტკიცებით, 28 წლის ფორვარდი გუნდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

გამოცემის ინფორმაციით, ალეგრისა და იკარდის შორის საკმაოდ პოზიტიური საუბარი გაიმართა და ტურინში გადაბარგების წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია, მისმა მეუღლემ და აგენტმა ვანდა ნარამ კი სოციალურ ქსელში იუვენტუსის ფერებში გამოწყობილმა გადაღებული სურათი გაავრცელა, წარწერით:“ სადღეგრძელო იმისა, რაც თქვენ ამ წელს გელოდებათ.“

იკარდის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც თუ მაურო სერია ა-ში დაბრუნება, პსჟ-ს ნერაძურისთვის 15 მილიონი ევროს გადადა მოუწევს, ამიტომ ამ ტრანსფერის წინააღმდეგი არც ბენეამატა იქნება…