Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იკარდი მილანის პრიორიტეტული სამიზნე იქნება ?

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაურო იკარდის სერია ა-ში დაბრუნება სურს და მისი აგენტი და მეუღლე ვანდა ნარა მილანთან და იუვენტუსთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

იმის მიუხედავად, მოახერხებს თუ არა მილანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას, გუნდის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ზაფხულში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელის დამატება იქნება, რომელმაც როსონერისთან კონტრაქტი კი გაახანგრძლივა, მაგრამ ვეტერანი ფეხბურთელი ტრავმების გამო სტაბილურად თამაშს ვეღარ ახერხებს.

მილანს ფიორენტინას ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმება სურდა, მაგრამ იებმა 21 წლის სერბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი მოითხოვეს, რის გადახდასაც როსონერი ვერ მოახერხებს.

მის ალტერნატივად მალდინი – მასარას დუეტი იკარდის და ბელოტის განიხილავს, მაგრამ Todofichajes-ის მტკიცებით, უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილების გამო მილანის ფავორიტი ვარიანტი სწორედ ინტერის ყოფილი კაპიტანია, რომლის გაფორმებაც გუნდს 35-40 მილიონ ევროდ შეეძლება…