Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იკარდი რომაში, ჯეკო იუვენტუსში ?

გუშინ პაველ ნედვედმა დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუ მომდევნო სეზონშიც ტურინულ გრანდში დარჩება, ამიტომ პსჟ-ს ფორვარდის მაურო იკარდის ხილვა ბიანკონერის რიგებში ფაქტობრივად გამოირიცხა, მაგრამ იუვე მეოთხე ფორვარდის ძიებას განაგრძობს და შესაძლოა ძველ სამიზნეს – ედინ ჯეკოს დაუბრუნდეს.

La Repubblica-ს ინფორმაციით, იკარდის ტრანსფერზე რომა აქტიურად მუშაოს და მის აგნეტთან ვანდა ნარასთან მოლაპარაკებებს უკვე საკმაოდ დიდი ხანია აწარმოებს.

ჟოზე მოურინიო უკვე დიდი ხანია, რაც იკარდის მახასიათებლების მოყვარულია და შეტევის ხაზის გასაძლიერებლად პორტუგალიელი სპეციალისტის პრიორიტეტული სამიზნე სწორედ არგენტინელი ფორვარდი გახლავთ.

Repubblica-ს ცნობით, პსჟ მზად არის იკარდი რომაში 2-წლიანი იჯარით გაუშვას, შემდგომში 30-35 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით, რაც ედინ ჯეკოს იუვენტუსში ტრანსფერის შანსს კიდევ უფრო გაზრდის.