Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იკონეს აგენტმა მილანის ინტერესი დაადასტურა

ლილის 23 წლის მარჯვენა გარემარბის ჯონათან იკონეს აგენტმა მილანის ინტერესი მისი კლიენტის მიმართ დაადასტურა.

„იკონე შესანიშნავი ადამიანი და ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელსაც განვითარების კიდევ დიდი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ის საფრანგეთის ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი გახდება.

„მილანი ? იტალიელები იკონეს ტრანსფერით მართლაც ინტერესდებიან, რაც გასაკვირი არ არის, მაგრამ ჯერჯერობით მილანს ლილისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს და არ ვიცი, აპირებენ თუ არა ზაფხულში ჯონათანის ტრანსფერზე მუშაობას.“

მილანი იკონეს სამუ კასტილეხოს შემცვლელად მოიაზრებს, მაგრამ ფრანგები მის სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვენ, რაც ფეხბურთელის ტრანსფერს საგრძნობლად აფერხებს.