Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იკონეს ფლორენციაში ხვალ ელოდებიან

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ლილის შემტევი ჯონათან იკონე ფლორენციაში ხვალ ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, 29 დეკემბრიდან კი ის იებთან ერთად ვარჯიშს შეუდგება.

არაერთი იტალიური და ფრანგული გამოცემის მტკიცებით, ფიორენტინა იკონეს სანაცვლოდ ფრანგულ გუნდს 15 მილიონს გადაუხდის, რასაც მომავალში ბონუსების სახით 8 მილიონი დაემატება, შემდეგში გაყიდვის შემთხვევაში კი ლილი საერთო თანხის 10 პროცენტს მიიღებს.

Rai Sport-ის ცნობით, იკონე ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ საშობაოდ საფრანგეთში დაბრუნდება, დეკემბრის ბოლოდან კი ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს და 6 იანვარს მატჩისთვის მზად იქნება.