Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ილიჩიჩის მილანში ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა

ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ ილიჩიჩი და ატალანტა იოსიპ ილიჩიჩის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ, Sky Sport Italia-ს ცნობით კი მისი როსონერის რიგებში ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა.

რამდენიმე დღის წინ ატალანტას თავკაცმა ჯან პიერო გასპერინიმ დაადასტურა, რომ 33 წლის ფეხბურთელს გუნდის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი და მისი გაფორმების ფავორიტი მილანი იყო, თუმცა წყაროს ინფორმაციით, დღეს ილიჩიჩსა და გასპერინის შორის ბერგამოში შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მხარეებმა ყველანაირი უთანხმოება მოაგვარეს და ილიჩიჩმა ბერგამოში დარჩენა გადაწყვიტა.

წყაროს ინფორმაციით, ილიჩიჩის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ მილანი აქცენტს ბორდოს 21 წლის ნახევარმცველის იასინ ადლის ტრანსფერზე გააკეთებს.