ილიჩიჩი ატალანტას ხვალ დაუბრუნდება
Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, იოსიპ ილიჩიჩი, რომელიც ოჯახური პრობლემების გამო ატალანტას 6 კვირის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა, გუნდს ხვალ დაუბრუნდება.
სლოვენიელმა ფეხბურთელმა პანდემიის შემდეგ თითქმის ყველა თამაში გამოტოვა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირება პსჟ-ს წინააღმდეგ.
ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ილიჩიჩი კარიერას დაასრულებდა, თუმცა საბედნიეროდ ფეხბურთელმა მოტივაციის პოვნა მოახერხა და ბერგამოელების ერთ-ერთი ლიდერი გუნდს უბრუნდება.