Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ილიჩიჩი მილანის გეგმა ბ-დ რჩება

მილანი შემტევი ნახევარმცველის ძიებას განაგრძობს და იმის მიუხედავად, რომ გუნდს გასული კვირეების განმავლობაში არაერთი სახელი დაუკავშირეს, ჯერჯერობით როსონერი ვერც ერთი მათგანის დამატებას ვერ ახერხებს.

მილანმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უკვე 60 მილიონზე მეტი დახარჯა, ამიტომ ძვირიან ტრანსფერებს სავარაუდოდ ვეღარ განახორციელებს და ჩალჰანოღლუს შემცვლელის იჯარით გაფორმება მოუწევს, ან უფრო იაფი ვარიანტით უნდა დაკმაყოფილდეს.

Corriere di Bergamo-ს ინფორმაციით, თუ უახლოეს დღეებში მალდინიმ პრიორიტეტული სამიზნეების ტრანსფერზე პროგრესს ვერ მიაღწია, როსონერი ატალანტას იოსიპ ილიჩიჩს დაუბრუნდება. 33 წლის ფეხბურთელს გასული სეზონის მსვლელობისას გასპერინისთან კონფლიქტი მოუვიდა და ის სავარაუდოდ ლა დეას რიგებს სეზონის დაწყებამდე დატოვებს. მისი გაფორმება 5-6 მილიონად იქნება შესაძლებელი, რაც ფეხბურთელის კლასის და გამოცდილების გათვალისწინებით საკმაოდ კარგი ვარიანტია…