Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იმობილე:“ლაციო სიცოცხლის ბოლომდე“

ლაციოს ფორვარდის,ჩირო იმობილეს თქმით,ის ლაციალედან წასვლას არ აპირებს და კარიერის არწივებში დასრულების სურვილი აქვს.

კაპოკანონიერე,რომელმაც გასულ სეზონში იგუაინის რეკორდი გაიმეორა და სეზონში 36 გოლის გატანა მოახერხა,ბოლო პერიოდში არაერთ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს,თუმცა ჩირო გუნდიდან წასვლას არ აპირებს.

„მე მსურს,რომ ჩემი კარიერა ბოლომდე ლაციოს მივუძღვნა.ჩვენ მალე ახალ 3-წლიან კონტრაქტს გავაფორმებთ,რომელსაც ვადა 2025 წლამდე ექნება,იმ დროისთვის 35 წლის ვიქნები…

„ლაციოში მოსვლამდე მე მოლაპარაკებებს ნაპოლისთან ვაწარმოებდი,თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო შეთანხმება ვერ მოხერხდა.

„მე ნეაპოლში დავიბადე და ამ ქალაქთან და გუნდთან თბილი დამოკიდებულება მაქვს, თუმცა ის,რაც ლაციომ მომცა და რასაც ყოველდღიურად მაძლევს,დაუფასებელია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.