Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იმობილე:“ლაციო ჩემპიონთა ლიგაზე ‘კამეო’ არ იქნება“

ჩირო იმობილემ გასული სეზონი შეაფასა და ლაციოს მომავალი სეზონის მიზნებზე ისაუბრა.

„ძალიან რთული, დამღლელი, თუმცა შედეგიანი სეზონი გამოვიდა. ბოლო ითხი წლის განმავლობაში გუნდმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ჩემპიონთა ლიგის საგზური დავიმსახურეთ.

„პანდემიის შემდეგ, ტრავმებისა და ფორმის არ ქონის გამო, არც თუ ისე კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა საჭირო ქულების აღება მაინც მოვახერხეთ და მთავარ მიზანს მივაღწიეთ.

„ახლა კი, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა, ჩვენ ერთდროულად სერია ა-ს, იტალიის თასის და ჩემპიონთა ლიგის მატჩების ჩატარება მოგვიწევს, თუმცა ლაციო ამ გამოწვევისთვის მზად არის და ლიგაზე კამეოს(ეპიზოდური როლის შემსრულებელი)  როლში ყოფნას არ აპირებს.“

გასულ სეზონში იმობილემ ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში რობერტ ლევანდოვსკი დაამარცხა.

„ოქროს ბუცის მოგება ადვილი არ ყოფილა. სასიამოვნოა, როდესაც ლევანდოვსკის და რონალდუს დონის ფეხბურთელებს ჯობნი, თუმცა ჩემი თანაგუნდელების გარეშე ამის გაკეთებას ვერ მოვახერხებდი და მათი მადლიერი ყოველთვის ვიქნები. ახლა ვცდილობ, რომ ენერგია მაქსიმალურად აღვიდგინო და მომავალ სეზონს მომზადებული შევხვდე.“

Leave a Reply

Your email address will not be published.