იმობილე:“მესიჯი კრიტიკოსებს“

ჩირო იმობილემ გუშინდელი გამარჯვება იმ ხალხს მიუძღვნა,რომლებმაც ლაციო ვადაზე ადრე ჩამოწერეს.

არწივები ფიორენტინას წინააღმდეგ 1 – 0 მარცხდებოდნენ,თუმცა იმობილეს პენალტისა და ლუის ალბერტოს გოლით გამარჯვება მოახერხეს.

„შედეგით კმაყოფილები ვართ.გადამწყვეტ თამაშში ჩვენი დიდი გუნდის მენტალობა ყველას დავანახეთ.

„ხალხს დაავიწყდა,რომ ჩვენ 3 თვეა არ გვითამაშია.ჩვენი ცუდი პირველი ტაიმის მიუხედავად,თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ.

„ატალანტას წინააღმდეგ თამაში მძიმე იყო,თუმცა ეს უნდა დავივიწყოთ და წინ ვიყუროთ,შანსები ჯერ კიდევ გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

„ამ გამარჯვებას იუვენტუსს,ინტერს და იმ ხალხს ვუძღვნი,ვინც ერთი წაგების შემდეგ ჩამოგვწერეს.“

30 წლის ფეხბურთელი 127 გოლით ლეგენდარულ ანდრეი შევჩენკოს გაუთანაბრდა და გონსალო იგუაინის სეზონში გატანილი გოლების რეკორდამდე,36 გოლამდე 8 ბურთი აშორებს.

„სტატისტიკაზე საერთოდ არ ვფიქრობ.ჩემი მიზანია,რომ საქმე კარგად გავაკეთო და გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო.

„ახლა ფიზიკური კონდიციები უნდა აღვიდგინოთ,რომ მომავალი შეხვედრებისთვის მზად ვიყოთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.