Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იმობილე:“სილვასთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველოდები“

ბოლო დროს დავიდ სილვას ლაციოში გადასვლაზე ბევრი იწერება და იტალიურ წყაროებს თუ დავუჯერებთ,მხარეებმა კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და სილვა ლაციოს ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჩირო იმობილემ გააკეთა.

„დავიდ სილვას გუნდში მოსვლას მოუთმენლად ველოდებით.ის შესანიშნავი მოთამაშეა, რომელსაც ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ეს გამოცდილება ძალიან გამოგვადგება.

„ჩვენ,ლაციოს თითოეული ფეხბურთელი,პირველ რიგში გუნდის ქომაგები ვართ და რთულია, რომ ასეთმა ტრანსფერმა არ გაგვახაროს.“

სილვას,რომელმაც სიტიში 10 წელი გაატარა,კონტრაქტი ჩემპიონთა ლიგის დასრულებისთანავე ეწურება და ლაციალეს სრულიად უფასოდ შეუერთდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.