Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იმობილეს კორონა ვირუსი აქვს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლაციოს და იტალიის ნაკრების ფორვარდს ჩირო იმობილეს კორონა ვირუსი აქვს, თუმცა ჯერჯერობით არც გუნდს და არც თავად ფეხბურთელს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

იტალიელი ფეხბურთელი რამდენიმე დღეა იზოლაციაში იმყოფება, რადგან მის მეუღლეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და სწორედ ამიტომ, ჩირომ გასულ ტურში ჯენოას წინააღმდეგ თამაში ვერ მოახერხა.

წყაროს ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელის ტესტი ვირუსზე დადებითია და ის ვენეციასთან ჩანიშნულ შეხვედრას გამოტოვებს.

იმობილეს კორონა ვირუსი ერთხელ, ერთი წლის წინ უკვე დაუდასტურდა, რის გამოც მან ჩემპიონთა ლიგის მატჩები გამოტოვა.