იმობილეს ლაციოში დარჩენა უნდა

ლაციოს ჩირო იმობილეს შეძენის სურვილი რამდენიმე გრანდმა დააფიქსირა,თუმცა იტალიელი გუნდის ერთგულია და მზად არის ლაციოსთან ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი,რომლის მიხედვითაც ის რომში 2025 წლამდე დარჩება.

30 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრაში 27 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით სერია ა-ს საუკეთესო მეგოლეა.

მისმა არაჩვეულებრივმა თამაშმა ლაციოს საშუალება მისცა,რომ სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზე განთავსებულიყო.არწივები ლიდერ იუვენტუსს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან.

იტალიური მედიის მტკიცებით,ახალი კონტრაქტი სეზონის ბოლოს გაფორმდება და მისი წლიური ანაზღაურება 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება,ამასთან ერთად,იმობილე ლულიჩის გუნდიდან წასვლის შემდეგ,გუნდის კაპიტანი გახდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.