Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იმობილეს ოქროს ბუცი გადაეცა

ჩირო იმობილემ გასულ სეზონში მოგებული ოქროს ბუცი გუშინ მიიღო. ეს საპატიო ჯილდო იტალიელ ფორვარდს რომის მერმა ვირგინია რაჯიმ გადასცა.

„მე ოქროს ბუცი მხოლოდ სურათებში მქონდა ნანახი და მისი მიღება დიდი პატივია. სამწუხაროა, რომ ცერემონიალს გულშემატკივრები ვერ ესწრებიან, მაგრამ ამ ჯილდოს სწორედ ლაციოს გულშემატკივრებს ვუძღვნი.

„მინდა ჩემს ოჯახს მადლობა გადავუახდო, რომლებმაც მე მომცეს საშუალება, რომ დღეს აქ ვმდგარიყავი.

„ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი გუნდის დამსახურებაა და ჩვენ ერთად უნდა ვიამაყოთ. ყველა დიდი წარმატება მხოლოდ გუნდურად მიიღწევა.

„თითოეულმა ჩვენგანმა თავისი ოცნებებისკენ სწრაფვა უნდა გააგრძელოს. მე განსაკუთრებული ნიჭი არ მაქვს, მაგრამ დაუღალავი შრომის შედეგად ჩემი ოცნების ახდენა შევძელი, ამის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია.

„იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატი კიდევ ერთი წარმატება იქნება. მე ამ ტურნირის მოგება მსურს.“ განაცხადა იმობილემ ჯილდოს მიღების შემდეგ.

გათიშვა