Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იმობილეს ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

იტალიური წყაროების ცნობით, ლაციოს კაპიტნის ჩირო იმობილეს ტრავმა, რომელიც მან სამპდორიასთან მატჩის დროს მიიღო, სერიოზული არ არის, მაგრამ მისი თამაში გალათასარაის წინააღმდეგ მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ჩიროს მუხლზე მიღებული დარტყმის შედეგად  ტკივილი კვლავ აწუხებს და ის გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს, ამიტომ ჯერ უცნობია, მოახერხებს თუ არა ევროპა ლიგაზე გუნდის დახმარებას.