Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იმობილეს შემდეგ, კორონა ვირუსი ინსინიეს დაუდასტურდა

ნაპოლიმ ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა, რომ ლორენცო ინსინიეს გრიპის სიმპტომები აქვს და შესაძლოა მას კორონა ვირუსი ჰქონდეს.

პარტენოპეის ოფიციალური ტვიტერის განცხადებით, ფეხბურთელს დღეს გრიპის სიმპტომების გამო არ უვარჯიშია, მას PCR ტესტი გაუკეთა, რომლის პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

პარტენოპეი 2021 წლის ბოლო მატჩს ნეაპოლში სპეციას წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსსი გამო სერია ა-ში უდინეზე-სალერნიტანას მატჩი უკვე გადაიდო, ამის გარდა კი იტალიური წყაროების ცნობით ლაციოს კაპიტანს ჩირო იმობილეს კორონა ვირუსი აქვს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალური არ არის.

UPDATE: ნაპოლიმ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ინსინიეს კორონა ვირუსი აქვს. ტესტზე დადებითი პასუხი სხვა გუნდის არც ერთ წევრს არ მიუღია.