იმობილე:“ ევროპის ჩემპიონატზე წარსული წარუამტებლობა წარსულს უნდა ჩავაბაროთ“
ჩირო იმობილე იმედოვნებს, რომ მიმდიანრე ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები კარგი შედეგი იტალიელებს დაეხმარება, რომ 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრის ტკივილს დაავიწყებს.
„მე ყველასგან დიდ ნდობას ვგრძნობ და ვიცი, რომ მეც და გუნდის თითოეული ფეხბურთელი აძურისთვის მნიშვნელოვანია. ავსტრიასთან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, შესაძლოა არა საუკეთესო, მაგრამ ჩვენ სასურველი შედეგი მოვიპოვეთ.
„ნაკრებში თავი ასე კარგად არასოდეს მიგრძვნია, რადგან მწვრთნელის მხრიდან ნდობა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ნაკრების მაისურით მეტი გოლი უნდა გამეტანა, მაგრამ გამარჯვებას შეუძლია, რომ როგორც პირადი, ასევე გუნდური წარუმატებლობები წარსულს ჩააბაროს.
„მანჩინი და ვიალი მე ძალიან მეხმარებიან და იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატს გამარჯვებით დავასრულებთ.“