Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იმობილე:“ ეს ჩვენი ბოლო შანსია“

ჩირო იმობილემ მილანთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ.

„ჩვენ დღეს ორმაგად მოტივირებულები ვართ, რადგან გუნდს სიმონე ინძაგი დაუბრუნდა, რომელმაც კორონა ვირუსის გამო ურთულესი პერიოდი გამოიარა.

„ტექნოლოგიის დახმარებით, ჩვენ მოვახერხეთ რომ ერთად მუშაობა გაგვეგრძელებინა, მაგრამ მისი გვერდში ყოფნა სულ სხვა გრძნობაა.

„მილანთან მატჩს რაც შეეხება, ეს ჩვენთვის ბოლო შანსია, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ.

„გუნდი თავს კარგად გრძნობს, მოტივირებულია და მზად ვართ, რომ ჩვენი გუნდის და გულშემატკივრებისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ.“