Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იმობილე:“ ვიცი, რომ ნაკრებში მეტი უნდა გავიტანო…“

ჩირო იმობილემ თურქეთის ნაკრებთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„საკლუბო დონეზე მე ძალიან ბევრი გოლი მაქვს გატანილი, მაგრამ ვიცი, რომ ნაკრებში ისეთივე შედეგიანობით ვერ დავიკვეხნი და ამას აუცილებლად გამოვასწორებ.

„ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, რომელიც დაკომპლექტებულია ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების კარგი ნაზავით. ჩვენ საკუთარი ძლიერი მხარეები კარგად ვიცით და მათ გამოყენებას მაქსიმალურად შევეცდებით. ჯგუფური მატჩების რომში ჩატარება კი რა თქმა უნდა დამატებითი მოტივაციაა.

„2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ჩემთვის და ნაკრებში ჩემი თანაგუნდელებისთვის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტი იყო, თუმცა ჩვენ ამ სიტუაციიდან საჭირო დასკვნები გამოვიტანეთ და ასეთი რამ არასოდეს აღარ განმეორდება.

„მანჩინის მოსვლის შემდეგ, ნაკრები შესანიშნავად გამოიყურება და იგრძნობა, რომ ქომაგებს აძურის რწმენა დაუბრუნდათ, ჩვენ კი მათი იმედები აუცილებლად უნდა გავამართლოთ.“