Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იმობილე:“ იმედი მაქვს, რომ იბრასავით დიდი ხანი შევძლებ თამაშს“

ზენიტთან მატჩის შემდეგ, რომელიც ლაციომ 3 – 1 მოიგო და იმობილემ დუბლის გაფორმება მოახერხა, ჩირომ კომენტარი გააკეთა.

„ფეხბურთის თამაშის დროს თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობ, ამიტომ როდესაც მოედანზე გასვლის საშუალება არ მეძლება ძალიან ვბრაზდები და ეს სიბრაზე, რომელიც ბოლო პერიოდში დამიგროვდა, მოედანზე გამოვაჩინე.

„ვკითხულობ სახელებს, რომლებმაც ამ გუნდის და იტალიური ფეხბურთის ისტორია დაწერეს და მათ გვერდით ჩემი სახელის ხილვა უდიდესი პატივია. დიდი მადლობა მინდა მწვრთნელს და თანაგუნდელებს გადავუხადო, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მე ამ დონეზე თამაშს ვახერხებ.

„როდესაც ისეთი ჩემპიონები, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა სერია ა-ში გადმოდიან, შენ ამას ისე იღებ, როგორც გამოწვევას და გსურს, რომ შენს ლიმიტს გადააჭარბო. იგივეს თქმა შეიძლება ზლატანის შესახებ, რომელიც ასაკის მიუხედავად უმაღლეს დონეზე თამაშს მაინც ახერხებს.

„მე 30 წლის ვარ და თავს ჯერ კიდევ ახალგაზრდულად ვგრძნობ. მინდა, რომ უმაღლეს დონეზე ზლატანისავით დიდი ხანი ვითამაშო.“