Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იმობილე ინდივიდუალურად ვარჯიშს განაგრძობს…

ჩირო იმობილე, რომელმაც დაზიანება ნაკრებთან ერთად ვარჯიშის დროს მიიღო და აძურის ვერც ერთ მატჩში ვერ დაეხმარა, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს განაგრძობს.

31 წლის იტალიელი ფორვარდის მდგოამრეობა სწრაფად უმჯობესდება, თუმცა იტალიური წყაროების ინფორამციით, ჩიროს თამაში იუვენტუსის წინააღმდეგ ფაქტობრივად გამორიცხულია და მაურიციო სარი მის ჩანაცვლებას პედროთი გეგმავს, რომელიც ცრუ ცხრიანის ამპლუას შეითავსებს.