Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იმობილე:“ კარიერაში საუკეთესო პერიოდი მიდგას“

ჩირო იმობილემ გასული სეზონი შეაფასა და მომავალი წლის მიზნებზე ისაუბრა.

„ოქროს ბუცი ჩემი ოცნება იყო. რამდენიმე წლის წინ მის მიღებასთან ძალიან ახლოს ვიყავი, თუმცა ტრავმებმა ხელი შემიშალეს.

„მიმდინარე წელს პანდემიამ ჩემი შეჩერება სცადა, თუმცა გუნდის დახმარებით სანუკვარ ოცნებას მაინც მივაღწიე.

„ახლა ჩემს კარიერაში საუკეთესო პერიოდი მიდგას და მსურს, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებთან ერთად ლაციოს ტიტულები მოვაგებინო.

„ჩემი მიზანი ფორმის შენარჩუნება და ევრო 2020-ზე თავის საუკეთესოდ წარმოჩენაა. შენი ქვეყნის სახელით ასპარეზობა უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, უდიდესი სიამოვნებაა. იტალიას შესანიშნავი ნაკრები ჰყავს და იმედი მაქვს, რომ ერთად წარმატების მიღწევას შევძლებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.