იმობილე ლაციოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას დასთანხმდა

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია,რომ მანჩესტერ იუნაიტედი ჩირო იმობილეს გაფორმებით სერიოზულად ინტერესდებოდა და რომაელებს კონკრეტული წინადადებითაც მიმართეს.

თუმცა,დღევანდელი პრესის მტკიცებით,იტალიელმა ლაციოსთან ახალი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და იტალიის დედაქალაქში 2025 წლამდე დარჩება,მისი წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო იქნება.

იმობილე იმ დროისთვის 35 წლის იქნება და დიდი ალბათობით,ლაციოში დაასრულებს კარიერას.

30 წლის ფეხბურთელი ლაციოში 2016 წელს სევილიადან,8.75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.ამ პერიოდში მან 167 შეხვედრაში 116 გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.