Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იმობილე:“ ლაციოს ტიფოზებს ბოდიშს ვუხდი“

ლაციოს კაპიტანმა ჩირო იმობილემ ნაპოლისთან განადგურების გამო ქომაგებს ბოდიში მოუხადა.

გასულ ტურში პარტენოპეიმ მარადონას სახელობის სტადიონზე სარის გუნდს უმასპინძლა და მათ 4 უპასუხო გოლი გაუტანა.

„მთელი გუნდი ძალიან იმედგაცრუებულია და გვინდა, მინდა, რომ თითოეული ჩვენგანის სახელით ბოდიში მოგიხადოთ, რადგან ლაციოს ასეთი გამოსვლა არ ეკადრება.

„რთულია იმის ახსნა, თუ რა ხდებოდა, რადგან მოედანზე ფაქტობრივად მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. თუ ლაციო მოედანზე შესაბამისი განწყობით არ გავა, ჩვენ ასეთი შეხვედრების გადატანა ხშირად მოგვიწევს, თუმცა შევეცდებით, რომ ეს აღარ დავუშვათ.“