Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იმობილე ლაციოს 2 მატჩი დააკლდება

იტალიური მედიის ინფორამციით, ჩირო იმობილე, რომელმაც ტრავმა ნაკრებში ვარჯიშის დროს მიიღო, გარკვეულ დისკომფორტს ჯერ კიდევ გრძნობს, ამიტომ ლაციო მისი ჯანმრთელობით გარისკვას არ აპირებს.

Calciomercato-ს ცნობით, იტალიელი ფორვარდი იუვენტუსთან და ლოკომოტივთან მატჩებს გამოტოვებს და სავარაუდოდ ის სარის განკარგულებაში ნაპოლის წინააღმდეგ მატჩში დაბრუნდება, რომელიც 28 ნოემბერს არის ჩანიშნული.