Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იმობილე:“ ლოტიტო და ტარე გუნდის გაძლიერებაზე მუშაობენ“

სეზონის სტარტი დღითი დღე ახლოვდება და მას შემდეგ, რაც ლაციომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ არწივები სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურებდნენ, თუმცა ჯერჯერობით ტრანსფერები არ ჩანს, რაც გულშემატკივრების უკმაყოფილებას იწვევს.

ამ თემაზე კომენტარი გუნდის ლიდერმა, ჩირო იმობილემ გააკეთა.

„ყველამ ვიცით, რომ ლოტიტო და ტარე ლიდერები არიან, ისინი შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობენ.

„მომდევნო სამ თვეში სერია ა-ს, ჩემპიონთა ლიგის და ეროვნული ნაკრების თამაშების გათვალისწინებით მატჩები ყოველ სამ დღეში ერთხელ გვექნება, ამიტომ გუნდში ძლიერი ფეხბურთელების მოყვან აუცილებელია, რაც გუნდის ხელმძღვანელობამ კარგად იცის და დარწმუნებული ვარ, ისინი გულშემატკივრებს იმედებს არ გაუცრუებენ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.