Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იმობილე მილანის წინააღმდეგ ლაციოს ვერ დაეხმარება

ლაციოს კაპიტანი ჩირო იმობილე სერია ა-ს მომდევნო ტურში, რომელსაც არწივები მილანის წინააღმდეგ გამართავენ, ვერ ითამაშებს.

32 წლის ფორვარდმა ტრავმა სასუოლოსთან მატჩის მსვლელობისას მიიღო და მოედნის დატოვება მე-15 წუთზე მოუწია. ვარაუდობდნენ, რომ ის ბოლონიასთან მატჩს გამოტოვებდა და მილანის წინააღმდეგ თამაშს მოახერხებდა.

SportItalia-ს ინფორმაციით, ჩიროს ტრავმა სერიოზული მართლაც არ არის, მას ბარძაყის კუნთის გაჭიმულობა აქვს, მაგრამ ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებს და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის მილანის წინააღმდეგ მაურიციო სარის განკარგულებაში იქნება.