Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იმობილე სამედიცინო შემოწმებას დღეს ჩაიტარებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციოს იტალიელ ფორვარდს ჩირო იმობილეს სამედიცინო შემოწმება დღეს ჩაუტარდება და მისი ტრავმის სიმძიმე ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

31 წლის ფორვარდმა მუხლის დაზიანება სამპდორიასთან მატჩის დროს მიიღო და სარის მისი შეცვლა პირველი ტაიმის შემდეგ მოუწია.

Il Messaggero-ს ინფორმაციით, ტრავმის მიღებამდე იმობიელს მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა და შესაძლოა მისი დაზიანება უბრალოდ დარტყმისგან იყოს მიღებული, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ საქმე უფრო რთულად არის და ამას მხოლოდ გამოკვლევების შემდეგ გავიგებთ…