Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იმობილე:“ ტრეზეგე ჩემი კუმირი იყო“

ოქროს ბუცის მფლობელმა აღიარა, რომ მისი სახელის ნახვა მესი-რონალდუს გვერდით ძალიან სასიამოვნოა და განაცხადა, რომ მისი კუმირი იუვენტუსის ლეგენდა, დავიდ ტრეზეგე იყო.

„ოქროს ბუცის გამარჯვებულებს რომ შევხედოთ ჩემს სახელს მესის და რონალდუს გვერდით ვნახავთ, რაც უდიდესი პატივია და სიამაყის გრძნობას მიჩენს.

„იქიდან გამომდინარე, რომ წელს Ballon d’Or-ი არ გათამაშდა, ოქროს ბუცს უფრო დიდი დატვირთვა ჰქონდა.

„მე დავამარცხე ლევანდოვსკი, რომელიც დიდი ალბათობით Ballon d’Or-ს მოიგებდა.”

„ჩემი კუმირი ? დავიდ ტრეზეგე. იუვენტუსში ყოფნის პერიოდში მან ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი მსგავსი მას შემდეგ არავინ მინახავს. მას ჰქონდა შესაძლებლობა და ტექნიკა, რომ ნებისმიერი პოზიციიდან და ნებისმიერი სხეულის ნაწილით გოლი გაეტანა.

„ტრეზეგეს გარდა იყო ვიერი, ინძაგი, ტონი, ჯილარდინო… სწორედ მათი ყურებით მივხვდი, თუ რა იყო ფეხბურთი…“