Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იმობილე:“ ჩემი გოლები თანაგუნდელების დამსახურებაა“

ლაციომ ემპოლი 6 – 1 გაანადგურა, ჩირო იმობილემ კი სპეციასთან 3 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მატჩის შემდეგ იტალიელი ფორვარდი თავისი თავით კმაყოფილი მაინც არ იყო, რადგან მან 11-მეტრიანი გააცუდა.

„სამივე გატანილ გოლში ძალიან დიდი დამსახურება ჩემი თანაგუნდელების არის, მათ გარეშე მე ამ გოლების გატანას ვერ მოვახერხებდი და სწორედ მათი დახმარებით მაქვს საშუალება, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვიყენო.

„მაურიციო სარის გუნდში შემტევები ყოველთვის  ბევრ გოლს იტანენ და როდესაც გავიგე, რომ ის ლაციოს ჩაიბარებდა, ძალიან გამიხარდა. ჩვენ ბოლო პერიოდში ქომაგების მხარდაჭერა გასაგები მიზეზების გამო გვაკლდა, თუმცა დღეს ისინი შესანიშნავები იყვნენ. იმედია ძალიან მალე სტადიონები 100 პროცენტით გაიხსნება.

„11-მეტრიანი ? ჩემს თავზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რადგან გასულ სეზონში 4 პენალტი გავაცუდე და ეს ფორვარდისთვის ყოველთვის მძიმე გადასატანია. დარტყმის დროს კუთხე ბოლო წამს შევცვალე, ამიტომ სიზუსტე დამაკლდა.“