Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იმობილე:“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“

ბენევენტოსთან დრამატული მატჩის შემდეგ, რომელიც ლაციოს გამარჯვებით 5 – 3 დასრულდა, ჩირომ იმობილემ კომენტარი გააკეთა.

„პირველ ნახევარში ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და ყველაფრის დასრულება შეგვეძლო. მეორე ნახევარში ცოტა მოვდუნდით, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც.

„ეს არის გაკვეთილი, რომელიც აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ, ყურადღების მოდუნება ნებისმიერ გუნდთან ძვირად დაგვიჯდება.

„გოლის გატანა ძალიან კარგი და სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით და გვწამს, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია.“