Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იმობილე:“ ხალხი ჩემგან უფრო მეტს მოითხოვს“

ჩირო იმობილემ განაცხადა, რომ ლაციოში წარმატებული სეზონის შემდეგ, ხალხი მისკან იტალიის ნაკრებში უფრო კარგ თამაშს ითხოვს.

„ოქროს ბუცის მოგება ძალიან დიდი პატივია. ვამაყობ იმით, რასაც გასულ წლებში მივაღწიე და ვგრძნობ, რომ უფრო თავდაჯერებული ვარ, რაც ნაკრებში თამაშის დროს ძალიან გამომადგება. ვიცი, რომ ჩემგან ნაკრებში ყველა იგივე დონეზე თამაშს ელოდება, რასაც მე გუნდში ვაჩვენებ.

„ევროპის ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდე. წინ ძალიან რთული პერიოდი გველოდება, რადგან გუნდურ და სანაკრებო დონეზე ბევრი მატჩის გამართვა მოგვიწევს, თუმცა მე ყველაფრისთვის მზად ვარ და იმედი მაქვს, რომ ტრავმები ხელს არ შემიშლის.

„რობერტო მანჩინი სათამაშო დროს ჩემსა და ბელოტის შორის ძალიან კარგად ანაწილებს, ამიტომ ორივეს დასვენების საშუალება გვეძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენს შორის ჯანსაღი კონკურენციაა, რაც მოტივაციას უფრო ზრდის. ნაკრებში ძალიან მეგობრული სიტუაცია სუფევს და ჩვენ დიდი წარმატებების მიღწევას ვგეგმავთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.