Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იმპერატორი რომაში ბრუნდება?

Calciomercato-ს ინფორმაციით, ფრანჩესკო ტოტი რომაში შესაძლოა უახლოეს პერიოდში დაბრუნდეს.

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი გუნდის გენერალურ დირექტორს, გუიდო ფიენგას უკვე რამდენჯერმე შეხვდა და ახლა რომას ახალი მმართველის, დენ ფრიდკინის მოლოდინშია, რომელიც იტალის მომავალ კვირაში ეწვევა და ტოტის რომაში დაბრუნების საკითხიც საბოლოოდ გადაწყდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტოტის ტექნიკური დირექტორის თანამდებობას სთავაზობენ, ახლო მომავალში კი გუნდის ვიცე-პრეზიდენტი გახდება.

ტოტი რომაში დირექტორის მოადგილედ უკვე მუშაობდა, თუმცა ძალაუფლების ნაკლებობის და გუნდის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო, ის რომადან წავიდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.