Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იმპერატორი რომაში ბრუნდება

გავლენიანი იტალიური გამოცემების მტკიცებით, ფრანჩესკო ტოტი დღეს რომას მფლობელებს, დენ და რაიან ფრიდკინებს შეხვდა და დიდი ალბათობით ჯალოროსის ლეგენდა გუნდში დაბრუნდება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანამდებობას სთავაზობენ რომას ახალი მფლობელები ტოტის, თუმცა იტალიური მედია ვარაუდობს, რომ ფრანჩესკო სპორტული დირექტორის პოსტს ჩაიბარებს.