Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინგლისური გრანდები ჩალჰანოღლუს დაყოლიებას ცდილობენ

ჰაკან ჩალჰანოღლუს კონტრაქტი მილანთან ზუსტად ერთ თვეში იწურება, მაგრამ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ და მისი გუნდიდან წასვლის შანსი დღითი დღე მატულობს.

როსონერის თურქი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, თუმცა მის მიერ მოთხოვნილი 5 მილიონის გადახდას სეზონში არ აპირებს და სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი რამდენიმე გუნდთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

იტალიაში ყველაზე დიდ ინტერესს შემტევი ნახევარმცველის მიმართ იუვენტუსი იჩენს, თუმცა მას მსურველები არც იტალიის გარეთ აკლია და Daily Mirror-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელის დამატებას მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი ცდილობენ.

ჩალჰანოღლუს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 42 მატჩში 9 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია, თუმცა მისი არასტაბილური თამაში კალიარისთან მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რის გამოც მედიაში დიდი კრიტიკა დაიმსახურა…